და გეფერება...


წვიმის წვეთები... ცა ფიქრობს,
ხალხისგან სითბოს
მოითხოვს,
უსიყვარულოდ დატოვა
მთვარემ და მზემაც...
მარტოა.
წვიმის წვეთები და
გიხმობ,
ვცდილობ რომ გული
გაგითბო,
მინდა, რომ ჩემი
გაიგო,
რითმა განვავრცოთ
სალხინოდ.
წვიმის წვეთები
ცვიოდა,
ხალხი სისველეს
ჩიოდა,
ცას მხოლოდ ცრემლი
სდიოდა
და სიყვარულით
იწვოდა.
მჯერა მანძილი ვერ
შთანთქავს
ის, რაც უფლისთვის
სათნოა
შეხვედრა დარდებს
გაფანტავს
და მზე ჩემთვისაც
გამოვა.
დღეს ზეცა ტირის
წვეთებად,
ჩემს ლექსებს გრძნობა
ერევა,
ნახე?! - მზის სხივი
ფერებად
მე ვთხოვე... და
გეფერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი