დავიმდაბლოთ თავი
დროებით დავივიწყოთ დარდი, ერთმანეთს დავუხაროთ თავი, არ გვინდა მოქცევა მკაცრი, ისედაც მცირე დაგვრჩა წამი. სიცოცხლე მუხთალია ვიცით, გზა ხან აღმართ-აღმართ მიდის, ხანაც თავქვე გვხვდება დიდი და გულს განცდებია სიმწრის. მოდით გავახაროთ ტრფობა, არ გვინდა გარყვნილი გრძნობა, უბრალოდ ჩავიხუტოთ გულში გრძნობა - გაჩენილი წუთში. პატივს თავმდაბლობით შევხვდეთ, ვიცით, დრო თავისას შეძლებს, გული სიყვარულის შემძლე მჯერა რომ ყველაფერს შეძლებს. ხალისით შევეგებოთ ცისკარს, ოცნებას მივეახლოთ კრძალვით, იმედი დავამგზავროთ მიზანს, ერთადერთს დავუხაროთ თავი... ვიყოთ ერთგულები ტრფობის, უფლით კურთხეული გრძნობის, მარად ვუერთგულოთ სატრფოს, ვისაც დღე და ღამე ვნატრობთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი