ბედის ბორბალი


ბედის ბორბალი ნელა ტრიალებს,
თავის გზით მიდის, ტოვებს იარებს.
ხან სიხარულით ცას გვაზიარებს,
ხან დარდებისგან გაგვატიალებს.
ბედის ბორბალი თავის გზით მიდის,
ხან ეკლიანზე ხვდება ხვიარებს,
ია-ვარდებით მოფენილ გზაზე
იმედებს სახავს და გვაფრთიანებს.
ისმენს ცხოვრების დანამღერ ჰანგებს,
სიახლეს გვამცნობს, ძველს ატიალებს
ჭრილობას ჩუმი ცრემლით მკურნალობს,
ყალბი ღიმილით გვიხვევს იარებს.
ბედის ბორბალი - ოჰ... ჩვენი ბედის,
მიდის ნელ-ნელა, მიდის... ტრიალებს,
სადაც სიხარულს ავყევართ ზეცად,
იქ დარდის ღრუბელს დაატრიალებს.
ხან მზის სხივია ამომავალი,
ხან წვიმა მოდის, ცრემლად მდინარე,
დასაცავია დღე მომავალის,
თუ დაუნებდა - გაატიალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი