ღვთიური სამართალი
მე მოგიტევეთ ყველა ცოდვები, მე დაგიტევეთ სუყველას წყენა, მე მოგიტევეთ ბილწი ზრახვები, მე დაგიტევეთ მლიქვნელი ენაც. მე მოგიტევეთ ზურგში ლახვარი როცა საწამლოდ ვითხოვდი შველას, მე მოგიტევეთ ყველას ღალატი, ორპირობა და გაცემა მტრებთან. ეხლა კი ფრთხილობთ... ისევ ავდექი, მკურნა დროებამ, უფალმა ღმერთმა, თქვენ გეფიქრებათ ჩემი ფიქრები და შიშის ფერი დაგეტყოთ ქცევას. მე ბოროტებით არ დავბრუნდები, არც შურისგებას არ ვგეგმავ თქვენთან, არც წმინდანი ვარ - რომ დავივიწყო როცა დამაგდეთ ცოცხალი - მკვდრებთან. მე დავივიწყე ყველა ბილიკი, რითაც აქამდე მივლია ქვეყნად, მე მომავალის იმედით ვცოცხლობ და ღმერთის ნებად ახალ დღეს ვხედავ. მე მოგიტევეთ ყველას ცოდვები, მე დაგიტევეთ სუყველას წყენა, მე განაჩენი უფალს მივანდე და სამართალის - ღვთიურის მჯერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი