საქართველო


გამოკეტილი, როგორც გალია,
თავისუფლებას ნატრობს ეს გული,
ცოდვით გატანჯულ სულში დაღია
და სინანული ცრემლში მალული.
ოცნებებია გისოსებს მიღმა,
გარეთ სხვა-გვარი საქართველოა,
მაგრამ სასჯელი ცოდვილ საქმეზე
დაკარგულ დროთა სანანებლოა.
აქ სხვა კანონი, სხვა სამყაროა,
აქ მაგარია საქმენი ცუდი,
აქ ცოდვა არის კანონის ხედვა
და მართალია ბოროტი, უტყვი.
გამოკეტილი ცოდვის მორევში,
ღამე ცრემლებით ვედრება ღმერთთან,
მხოლოდ უფალი თუ გადაგარჩენს
და თუ შეისმენს გულს ფარულ ლოცვას.
გისოსებს მიღმა სქელი კედლები,
მავთულ-ხლართები არტყია ჯარად,
აქ მოხვედრილი ღმერთს ევედრები
თავისუფლება რომ ნახო კვლავაც.
გულში იმედი დაბუდებული,
გარეთ ოცნების ჩემი მთა და მდელოა,
აქ ერთადერთი სანატრებელი
ჩემი სახლი და ჩემი ლელოა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი