ქართველობა
იკარგებიან სადღაც ფიქრები, თითქოს ყურებში სმენა დაიხშო, გულმა დარდები ვერ დაიტია, ზეცამ ცრემლებით სევდა დაიტყო. ცაზედ ღრუბლების ჩამოწვა ჯარი, სად ქართველობა გახდა სანატრი, დიდგორის ველზე ამაყად მდგარი ეალერსება სხივები კრძალვით. ნიკოფსიიდან-დარუბანდამდის ერთ-დროს მქუხარე ერი ამაყი ეხლა გამხდარა ერთურთის მკვლელი ეხლა შეიქმნა უცხოთ სავარგი. გადაგვარებულ ქართველობიდან წინაპართ კვალზე დადგა მლიქვნელი, კიდევ მრავალი გმირი გაქრება და იკარგება დედა - პირველი. ხალხმა მოფანტა მტვერი გმირებზე, მათ ნაკვალევზე დარგეს ეკლები, დრომ მიმოფანტა მოკვდავი ერი გმირთა ნაკვალევს ხარობს იები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი