მორჩილი


თავი დავხარე, შევეშვი ვნებას,
დავემორჩილე უფლის განგებას,
სანთელს ავუნთებ წმინდა სამებას
თავდახრით მდგომი მოველი შვებას.
თავი დავხარე, ცოდვილი ვდგევარ,
ველი კაცთაგან ფულზე გაცემას,
ვით მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე
ისე მყიდიან მე უცხო ხალხზე.
უკვე რამდენმა, რამდენჯერ გამცა,
ზოგმა გამყიდა, ზოგმა ჯვარს მაცვა,
ზოგმა იუდად... ჯალათად მრაცხა,
ზოგმა სიმრუშე ხორცით დამწამა.
ყველამ თავისი წილი მოიღო,
ყველამ უმანკო სახე მოირგო,
მე დამაბრალეს ცოდვები ერის,
გამომიყვანეს ვით ქვეყნის მტერი.
ზეცად ღმერთს მისწვდა ცრემლები წრფელი,
უფლის წყალობას მოველი შვებით,
ბოლო იმედი და ბოლო წვეთი
ზიარებისას სულს წვდება შვებით.
თავი დავხარე, შევეშვი ვნებას
და ვემორჩილე უფლის განგებას,
სანთელს ავანთებ წმინდანთ ხატებთან
და ველოდები ცოდვის განდევნას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი