საქართველო? - სილამაზე ერთია
მსოფლიოში სილამაზე ბევრია, ერი, ბერი, ყველგან უფლის მრევლია, საქართველო ქვეყნად ერთად-ერთია სად ლოცვებით გათენებას ელიან. აქ ირწევა მომავალ დღის აკვანი, წინაპართა კვლავ კიაფობს ლამპარი, გული არის სიყვარულით გამთბარი და ალიონს ხმა გაღვიძებს მამალის. მსოფლიოში მთა-გორები ბევრია, ბორცვები და ხელოვნური გზებია, საქართველო სულ სხვაგვარი მთა-ბარით ხევებია ბუნებისგან ნაქარგი. აქ მდინარეს თან დაერთვის მორევი, უწყინარი არის მზისა ტოლებში, ბობოქარი - ამინდს ერთვის საავდროს ვით ბუნება ქართველ კაცის სადაროდ. აქ ნიავიც სულ სხვა-გვარად სჩვევია, სურნელება მთიდან გამოსდევნია, აქ ყვავილებს სულ სხვა ახლავს ელ-ფერი სურნელი აქვს უცხო, მსგავსად ედემის. აქ ქალ-ვაჟებს სხვა სამოსი აცვიათ, მოკრძალება და სიდინჯე ატყვიათ, სიმამაცე კაცს მეგზურად ახლია, ამაყია... ის ქართველი ვაჟია. ცეკვა-თამაშს სულ სხვა გასდევს წესები, ჰანგებია - გულით დანაკვესები, ქართველობა - ეს გმირების ხვედრია, საქართველო - უფლის დანახვედრია. აქ სხვაგვარად რეკენ ცისკარს ზარები, აქ ლოცვაა - ამბის ღმერთთან წამღები, აქ ირწევა კვლავაც მუხის აკვანი და იზრდება სულით, ხორცით ვაჟკაცი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი