ნამდვილი სიყვარული


უსაშველო?! - მონატრება განმიცდია,
განმიცდია, როცა ღიმილს ახლავს დარდი,
თვალებიდან ჩუმად ცრემლიც დამიღვრია,
ვერ მითქვია: - როგორ ძლიერ შემიყვარდი.
უსაშველო?! - ერთგულება განმიცდია,
წლების შემდეგ, ისევ ისე კენტად მდგარი,
საზიაროდ სხვა არავინ გამიცვნია,
ვერ დავკარგე ერთადერთი საფიცარი.
უსაშველო?! - სიყვარული განმიცდია,
ერთგულების სარეცელზე ჩამომჯდარი,
მონატრებით გზას გაჰყურებს, მგზავრს არ ეძებს,
უწვდომელი არის გულით საფიცარი.
უსაშველო?! - მე სიცოცხლე განმიცდია,
მონატრებით დღე და ღამე ნაფიქრალი,
ალიონზე მზის სხივებთან მობაასე
და ამბების ცხოვრებაზე მოუბარი.
უსაშველოდ?! - უსაშველოდ დამიცდია,
სანამ წლებმა არ დააჭკნო ნორჩი კანი,
სანამ გული სიჭაბუკით მოფრიალე
არ გაახმო, როგორც ვარდი თოვლში მდგარი...
გაილია... დრომ თავისი გაიტანა,
ბედნიერი სხვა მხარეს ხარ, ძველი სახით,
ცხელ ზაფხულში მე ზამთარი განმიცდია,
შენს მაგივრად - არ ვიგუე მე სხვა ქალი.
უსაშველო?! - მონატრება განმიცდია,
განმიცდია, როცა ღიმილს ფარავს დარდი,
ერთგულება გზის ბოლომდე დამიცვია,
არავისთვის არ მითქვია - შემიყვარდი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი