ჩემი თბილისი


უკვე თავდახრით გვიმზერს თბილისი,
ამდენმა დარდმა გული დაღარა,
დედაქალაქის ძველი დიდება
ურწმუნო ერმა მტერს ჩააბარა.
მხოლოდ სიტყვებით სთხზავენ პიესას,
გულში ბოღმა და ღვარძლი გამჯდარა,
დედაქალაქის მთავარ მოედანს
დღეს საქეიფოდ თურქი დამჯდარა.
ქართველი ქალის მანდილი წმინდა
- უკვე სითეთრე ექცა ფერებად,
დაკარგულია ის გრძნობა ციდა
სიწმინდის მარცვალს რომ ეძიებდა.
კაცმა ჩაიცვა ჭრელა-ჭრულები,
მიმოკაზმულა ურჯულოთ დარად,
ქართველი ქალის უცხოდ გამშვები
არწევს ურდოთა მონობის აკვანს.
თვალცრემლიანი გახდა თბილისი,
მხოლოდ სხივები გაათბობს ქალაქს,
რადგან ქალაქის მთელი დიდება
ურწმუნო ერმა მტერს ჩააბარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი