ძმას (დედმამიშვილს)


ერთი საწყისი და სულ სხვა გზები,
ასეთი არის განგება ბედის,
დაბადებიდან ვიყავით ერთად
მაგრამ დროებამ სხვა გზებზე შეგქვმნა.
ქარტეხილებმა ვერ სძლია გრძნობას,
შობილი ძმობა ვერ დააობლა,
თუნდაც მანძილი გაგვყოფდეს ქვეყნის
ძმობა დარჩება ურყევად ჩვენთვის.
სულ სხვა მიზნები, სულ სხვა გზებია,
მკაცრი დროება - მრავლის მთქმელია,
როცა სხვების გულს ჯანყი სწვევია
ჩვენ ერთად ყოფნა შემოგვჩვევია.
სხვადასხვა აზრი, სხვაგვარი განცდა,
ჩვენში მანძილი ციფრებად დარჩა,
ხანდახან შორს ვართ, ვიცი არ ვჩანვართ,
მაგრამ ჩვენს ძმობას დრო ვერ დაჩაგრავს.
გაჭირვების ჟამს ძმას ვუხმობ სახლად,
ლხინის სუფრაზე - ძმა მიზის თავად,
ძმის სიძლიერე გზად მიძღვის ლამპრად
დაუძლეველად, დასაყრდენ მხარად.
ბავშვობა უცებ, ო!.. უცებ გაქრა,
სხვადასხვა მხარეს ცხოვრებას ვკვალავთ,
მხარს ერთმანეთის სიმტკიცით ვაბავთ,
რადგან ეს ძმობა დარჩება მარად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი