ძმობა (მეგობრობა)
მოგონებების კვალდაკვალ დრო გაიკვალავს ბილიკს, მოგონებების კვალდაკვალ ჩვენ სიყვარულით ვივლით. მოგონებების კვალდაკვალ ოცნებებია დიდი, მოგონებების კვალდაკვალ სულ სხვაა ძმობის ხიბლი. გზა ეკლიანი, საფრთხილო, ზოგგან ხიფათი ყივის, გზა უკვალავი ჯაგებით თავისი ნებით მიდის. ძმობა მხარდამხარ, ერთობით აღმართს უყვება ლხენით, არც ხევის რისხვა აშინებს, არც ეკლებისგან კვნესის. დრომ გამოჭედა სამჭედლოს, შუღლის, ღალატის რისხვად, ვერც დიდი დარდი გატეხავს ვერც ელვიანი დილა, არც მარტოობა აშინებს, არც ღალატის აქვს ფერი, უტეხად არის - ნაწრთობი, დროც ეკრძალება ქვეყნით. ზეცით უფალი მფარველობს, ანგელოზთ იცავს დასი, სად ძმობით ხარობს ალაგი იქ დროც კი რძალვით დადის. მოგონებების კვალდაკვალ ძმობა იკვალავს ბილიკს, და ერთმანეთის მხარდამხარ დაუძლეველად ვივლით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი