ო! გული


ო! გული, გული...
გული დაღლილი,
გული დარდისგან დაჭრილ-დაცლილი,
ო! გული გული...
გული მზრუნველი, იყო ოცნების ნავთსაყუდელი,
ო! გული, გული...
ფიქრობს და კვდება, ვინ ენატრება, ვისთვის მოკვდება?
ო! გულო, გულო...
გულო ტანჯულო, ლამაზ ფიქრებში გადმომარხულო.
ო! გულო ჩემო ერთ დროს მჩქეფარევ,
ლამაზ გრძნობათა ტალღავ მღელვარევ,
ისმოდა შენი ქვირთების ბრძოლა,
ძალთა ჭიდილი, ტრფობა და რბოლა.
დადუმებულხარ გულო ტანჯულო...
იქნება გრძნობამ კვლავ გაგაცოცხლოს?
რომ გაგაოცოს, მაშინ გაკოცოს,
და მონატრებულ ფიქრებს გაყოლოს..
ასწიეს მაღლა გული ეული,
დარდით, ვარამით ფერფლად ქცეული.
და მიაბარეს უმძიმეს მიწას…
აქ მარტო იყო... იქ მარტო სძინავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი