ეხლა ღამეა
მთვარე ვარსკვლავებს დაჰკრეფს ნამიანს - ეხლა ღამეა... სიჩუმე ცაზე და ოცნებები - მოიჩქარიან. თავს უცნაური ტრიალებს აზრი - რა სიწყნარეა, ყურს სიყვარულის ჩაესმის ჰანგი - და სიამეა. მანძილს მიაპობს უცნობი მგზავრი - ბნელი მახეა, ნათელად უძღვის ფიქრები ქალის - გრძნობით სავსეა. ისევ ბობოქრად დაჰბერავს ავი - ბრაზი სახეა, კლდოვანებს ურტყავს ტალღები მკაცრი - ზღვა სიბრაზეა... მთვარე ვარსკვლავებს დაჰკრეფს ნამიანს - გარეთ ღამეა, შენზე ოცნებას მომტაცებს ქარი - თითქოს არ მჯერა უნდა გავუყვე გზას გაუკვალავს, - თუმცა ამჯერად თან დავიმგზავრებ სიყვარულს საგზლად - ბნელში ნათელად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი