სამსჯავროზე
გადავწყვიტე! გავიტანო არენაზე, ხალხთ სამსჯავროს გამოვფინო ფიქრები, ვიცი მაინც დაუნდობლად ვიკიცხები, არ ვიქნები მათთვის გრძნობის მტვირთველი. გადავწყვიტე გამოვფინო სამსჯავროზე, საქმეები - გულში ჩანაფიქრები, ვიცი ისევ დაუნდობლად ჩამწიხლავენ თვით წმინდანიც მათთვის არის მლიქვნელი. ამწონიან, მაფასებენ როგორც ცოდვილს, ავიწყდებათ, რომ ვარ მონა ღვთის ხელში, უცნაურად მიყურებენ და ჩათვლიან რომ ვიქნები ბოროტების მტვირთველი. გადავწყვიტე ცოცხლად წარვსდგე მათ წინაშე, სიტყვას მწარეს დავხვდე ტკბილი სიტყვებით, პასუხს გავცემ ვინც ვიყავ და რაც ვიღვაწე, არ მექნება მე მაგათი შიშები. ალიონზე უფალს შევთხოვ პატიებას, დაბინდებულს სევდას ვწამლობ იმედით, რა მომელის? რაც დავრგე და რაც მოვიმკე, მონაპოვრად მე მყავს ღმერთი პირველი. გადავწყვიტე ცოცხლად წარვსდგე სამსჯავროზე, განკითხვის ჟამს თან მაქვს უფლის იმედი, ცოდვილთაგან განკითხული, განგდებული, ვიცი ზეცად, რომ ვიქნები პირველი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი