სიცოცხლის გზა
სიცოცხლის ბოლოს - სიკვდილი, ეს გზა კარდაკარ გვივლია, ხან აღმართებზე მივიწევთ, ხან თავქვე დაგვიქინდრია, ხან ხიდი გველის გამტარად, ფიცრებით მონაფილია, ხან ოღრო-ჩოღროდ მთიანზე, ხან კლდის ნაპრალებს გვივლია. ხან მთის მდინარის კალაპოტს სადაც კალმახნი იბრძვიან დაუდგრომელი ბუნება თამაშში გამოგვიცდია. ლხინში ამაყად დამჯდარნი, არც ჭირთან დაგვიტირია, უფლის თან გვდევდა იმედი ლოცვანი გულით გვითქვია. კარდაკარ წლები გავიდა, ასაკი ჯანზედ გვიტყვია, ვერც კლდის ნაპრალებს მივიწევთ, ვერც მთაში ვერ გაგვივლია. მდინარეს შორით გავყურებთ, მანძილი უკვე დიდია, ვეღარც აღმართებს ავდივართ, ვერც თავქვე ვერ დაგვივლია. უკვე გვესტუმრა ეული, სიბერე წლებ-დალეული, ასაკმა შთანთქა იმედი, დატოვა აზრი მცირედი. სიცოცხლის ბოლოს - სიკვდილი, გზა ბრძოლით გამოგვივლია, ეხლა სიდინჯით მოველით, დასასრულს შიში გვიგრძვნია. უფლის ბოძებულ სიცოცხლეს, სიბერე ხორცით გვიცვნია, სული უკვდავი, უფერო კვლავ ღვთისთვის გადაგვიცია. გზის ბოლოს ღმერთის დიდება, სათქმელი კიდევ დიდია, ჩვენაც იქ გავემგზავრებით ზად წინაპარნი გვიცდიან. ............................................................ კარდაკარ ჩვენი სიცოცხლე, ვინ თქვა, რომ წლებში დიდია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი