ოჯახის სითბო...


მე შეიძლება შემძრას ცხოვრებამ,
ქარტეხილებმა მიცვალოს ფერი,
მე შეიძლება ბევრჯერ დაცემულს
გამაყრევინოს ნიავმა მტვერი.
მე შეიძლება ცისკრის ალიონს
ვარსკვლავს ვხედავდე დაკარგულ ბედის,
მე შეიძლება შორით ვუმზერდე
როგორ გაფრინდა ოცნება ჩემი.
მე შეიძლება ვერ შევწვდე ზეცას,
ვერ დავისველო ცის ნამით ხელი,
მე შეიძლება ოცნებად დამრჩეს
ცრემლის გარეშე დიდება ღმერთის.
მე შეიძლება სულ ისე გავქრე,
ვერა ვქმნა საქმე კეთილის ქმნელი,
მე შეიძლება სულ ისე დავრჩე
ვერ ავისრულო ოცნება ჩემი,
მაგრამ როდესაც ცა გაიღვიძებს,
როცა დაჰბერავს სიო სიცელქით,
როცა შხაპუნა წვიმა წამოვა,
აახმაურებს ეზო-კარს ლხენით,
როცა კლდოვანებს ქარი დაუვლის,
აშრიალდება მთა-ბარი ვრცელი,
გამოიღვიძებს ჩემში სიცოცხლე
და უფლის ნებით ბუნებას ერწყმის.
სიოს სიცელქით გაგახალისებთ,
წვიმის შხაპუნით მოწყენას შევცვლი,
ქარით მივწვდები უწვდომელ ბაგეს
და შეპარულად - ,,მიყვარხარ" ვეტყვი,
ბოლოს ფიფქებით მოვრთავ ალიონს
ქართულ მიწაზე დავდნები ნებით,
ცაზედ ვარსკვლავად მოგევლინებით,
რომ გამიმხილოთ ფიქრები თქვენი...
მე შეიძლება შემძრას ცხოვრებამ,
ქარტეხილებმა მიცვალოს ფერი,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
სითბოთი სავსე ოჯახი ჩემი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი