ჩემი ქალაქი
დღეს იწვის ჩემი ქალაქი, ირგვლივ ბოღმა და შფოთია, დაშურნებული თვალებით ზომბებად მიდი-მოდიან. ცეცხლი არა ჩანს წყეული გულში გამჯდარა ფესვებად, წყლით ვერ გააქრობ ეული მას მხოლოდ ლოცვა ერევა. ეკლესიაში ხატებთან სანთლის ცეკვავენ ალები, ვისაც ფული აქვს - აანთო ვითომ ცოდვების საგები. მადლი ზეციდან მდინარე ხატებზე ნათლად ედება, არც ცეცხლის ალი იზიდავს არც ვერცხლის ჩხრიალს ეხვევა, ტაძარს კვლავ ზართა წკრიალი, ბევრი მოდაზე ესწრება, გარეთ ხალვათად ჩაცმული მხურვალე ლოცვას ეძლევა. კვლავ კიაფობენ კანდელნი, ლოცვა მხოლოდ ყურს ეწვევა, გლახაკთა გული უბრალო ღვთის მადლის ცეცხლში ეხვევა. დღეს იწვის ჩემი ქალაქი, შური და ბოღმა გვერევა, ცოდვის მორევის საძლევად უფალისგან მადლი გვეწვევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი