ცოდვილი აღსარებად...
ვიცი გულით ვნანობ, ვფიქრობ გვიანია ჩემი აღსარება, სული გადავღალე, საქმე შენაბილწი - საქმეს ემატება, თუნდაც დაჩოქილი, თვალებ ცრემლიანი ვიდგე შემოქმედთან მე დავაგვიანე... დროზე ვერ ვეწიე წმინდა ზიარებას. ბევრი ავის მერე ცოტა სიკარგენი ბნელში იკარგება, თვალნი სინანულის უფლის მოლოდინში ცრემლით ინამება, ვიცი ვაგვიანებ, დავანაგვიანე სულის წმინდა კერა, ეხლა სინანულით ცრემლით აღსარება, იმედად მეწვევა. ვიცი გულით ვნანობ... ნუთუ გვიანია ჩემი აღსარება?! სული გადავღალე დროა სიკეთე ვქმნა - ძალა მემატება... ................................................................................. თუნდაც დაგვიანდეს, მწამს ღმერთი მიიღებს ცოდვილს აღსარებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი