ქართული გენი
აუღებელი კუთხის შვილი ვარ, გაუტეხელად დამაქვს ღირსება, შეუბღალავი სინდის-ნამუსი ქართული გენის გამობრწყინებად. გომურს კერაზედ ცეცხლის ალები, ტრიალ მინდორზე დროშა ფრიალობს, თითქოს სამჭედლოს ჩამესმის ხმები, სად წინაპართა ხმალი წკრიალობს. ძირძველი კუთხის გაყინულ კერას, ეხლა სიმტვერე დაბრძანებულა, მიწურ სახლების ოდაზე სევდა და მდუმარება დასახლებულა. ძველი ხეთების ერთ-ერთი შტო ვარ, სიამაყით და ჟინით აღვსილი, ჩემს სამშობლოში არასდროს მოვა კაცის ქალობა ვნება აშლილი. როცა ქალაქში ზაფხულის დროა, ჩემთან ჯერ ისევ თოვლია გზებზე, თვით წმინდა ნინოც კი განაცვიფრა ოდეს ფეხს სდგავდა მესხეთის მთებზე. საჯიშსახლკაროდ მარგუნა ბედმა ქალაქის მტვერის გათელვა ფერხთით, მაგრამ გულში მაქვს შემორჩენილი მე სიამაყე მესხეთის მთების. კახელთ მხარეზე გიამბობთ ცოტად, ეს საქართველოს ოქროს ხელია, აუღებელი სიღნაღი გვიმზერს დროის ჟამთასვლა ზედ აწერია. იმერეთს, სვანეთს, თუშეთს, ხევსურეთს, სადაც ქართულად რეკენ ზარები, ოთხი ეთნოსის სისხლი აცოცხლებს, კოლხის, შუმერის, ხეთის, ლაზების. არ ვუღრმავდები მე ისტორიას, საქილიკაოდ დრო არ მიცვნია, საქართველოა ეს საოცრება როგორ ამბობენ - უფლის წილიდან. გაუტეხელი კუთხის შვილი ვარ, შეუბღალავი დამაქვს ღირსება, გაუყიდავი სინდის-ნამუსი ქართული გენის გამობრწყინებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი