ვაჟკაცის სიტყვა (კაფია ბრძოლისას)
ხვალ შეიძლება სახე ვიცვალო გამოვიცვალო, ვეღარ მიცნობენ სა-ქართველოში რომ შევიცვალო. მათთვის უცხო და ცივი გავხდები რომ განვიცადო, მათებრ უგრძნობი, გულცივი არ ვარ რომ დავიმალო. ჩემი სამშობლო მე გულით დამაქვს ცათა შინაო, ტყვიავ, ნასროლო მტერისგან ავად მე რას მიზავო, ზურს საქართველოს მიწა მიმაგრებს განა სხვისაო, მე ყურმოჭრილი, მონა-მორჩილი ყრმა ვარ შინაო. მტერთან ბრძოლაში ფაფარ-აშლილი ლომგულ მქვიანო, წინაპართ მადლით ზეცას ავიღებ თუ დამჭირდაო, უტეხი ფარი მირონ ცხებული მიძღვის წინაო, შენ მე ვერ გამტეხ, გაუტეხელი ძე ვარ ღვთისაო... ხვალ შეიძლება სახე ვიცვალო გავხდე ცისაო, შთამომავალი ვარ მეომართა გურჯის ძისაო. თუ ვერ მიხილოთ საქართველოში ნუ მსტირითაო, გადავინაცვლე ღვთის საქართველოს ცათა შინაო... ................................................................................ არ შევარცხვინე წმინდა ადგილი კარ-უფლისაო, აქ დამფარველად მადლით მიძღოდა დედა ღვთისაო, ქართველი დედის ნაშობი ძე ვარ განა სხვისაო, თუ ვერ მიხილოთ ნუ დამიტირებთ, სახლ მაქვს ცისაო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი