უფალო ღმერთო


თუ მარტოობა მომესაჯა, სიცოცხლე კენტად,
თუ ამ ცხოვრების ქარტეხილებს დრო შევალიე,
თუ განსაცდელში გამოჭედილ მახვილს კვლავ ვლესავ,
ნეტავ იღბალო, ერთადერთო, რატომ გამწირე.
ბევრჯერ ცრემლებით ვლოცულობდი უფალო შენთან,
ჩემი ყოველი შეცოდება ხომ მაპატიე?
ბევრჯერ ტკივილით გაკვნესოდა გული ამქვეყნად,
მაგრამ არასდროს - შემოქმედო შენ არ დამტიე.
ფულს არ ვითხოვდი, მე სიმდიდრე არ მსურდა ქვეყნის,
არც ოქრო-ვერცხლით მოჭედილი გულის საკინძე,
არც იმას ვამბობ რომ წმინდანი ვიყავი ქვეყნად,
ჩემი წარსული შეცოდება - გთხოვ მაპატიე...
ბევრი დავკარგე, ბედნიერნი დადიან სხვებთან,
გულს დარდი მფარავს და ღიმილი ნიღბად ვაქციე,
ხვალ თუ უეცრად, სიცოცხლეში გარდავიცვლები,
ვერ გავუძელი... ეს დაცემაც გთხოვ მაპატიე.
ანგელოზს ვუმზერ, უწვდომელი არის ქმნილება,
უცებ ვიფიქრე გამიმართლა - მისკენ გავწიე,
მას მივუძღვენი მე სიცოცხლე, დაღვრილი ცრემლად,
მან სხვა არჩია - როგორც ადრე, მე გავიწიე...
თუ მარტოობა მომესაჯა, სიცოცხლე კენტად,
ჩემი ცოდვები შემოქმედო გთხოვ მაპატიე,
გთხოვ წამიყვანე, მე უცხოებს ვუმზერ ამქვეყნად,
გადამანაცვლე, შემიფარე შენს ტკბილ საკინძეს.
.................................................................................
გთხოვ მაპატიე... ყველა მცნება რომ დავარღვიე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი