ისევ გაბრწყინდება...


უფლის ანგელოზი ლოცვად თავმოხრილად,
თვალებნამიანი ითხოვს შეწყალებას,
ერი მადლიანი ისე წახდომილა
თითქოს აღარ უფრთხის რისხვის თავს დატყდომას.
ქალის სილამაზე იქცა საქილკაოდ,
კაცის ვაჟკაცობა კაბით დაფარულა,
ხმალი ანალესი მტერთა სასხიპლაოდ
ჟანგის სქელი ფენით და მტვერით დაფარულა.
დედის მანდილია ფეხრთქვეშ გათელილი,
ბრძენთა დანაწერი სულელ გააწმინდაო,
ერი უცხო რჯულში არის აზელილი
უცხო ტომელებმა გული წაბილწაო.
სადღაც გაიფანტა, გაქრა უფლის მადლი,
მხოლოდ ურწმუნოთა ისმის სატრფიალო.
ვეღარ შევიცანი ერში გმირთა კვალი
მტერს რომ მახვილს სცემდა ავდარ-სატიალოს...
ნანგრევად ქცეული ციხე და კოშკები,
სიღნაღის გალავანს ლოდებს აცლიანო,
ისევ ანგელოზი ლოცვით თუ გვეწევა,
აბა საქართველო ცოდვამ წაბილწაო...
უფლის ანგელოზი ლოცვად თავდახრილად,
თვალთ ცრემლად მდინარე ითხოვს მადლის გებას,
დედა ღვთისმშობელი ღმერთთან მუხლმოყრილად,
შესთხოვს საქართველოს კვლავაც გაბრწყინებას.
............................................................................
მჯერა იბერია ისევ გაინათებს,
ისევ დაიჭექებს წმინდა ალილაოს,
ისევ იბობოქრებს ღვინო ცვარნამულა
ქალი - ჩადრს მორგებს, კაცი - ვაჟკაცობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი