ცხოვრების შემოდგომა


ისევ ანაცრისფრდა მთები,
გარეთ შემოდგომა ბუდობს,
თეთრად შეიფერა გზები,
ბუხარს ცეცხლის ალი სტუმრობს.
ხეებს შეუცვლიათ ქურქი,
ველებს ოქროსფერი ფარჩა,
ბარად სტუმარია სუსხი,
მალე ველოდებით ზამთარს.
ცაზე ვარსკვლავების ციმციმს
უკვე ღრუბელთ ჯარი ფარავს,
თვალი ვეღარ წვდება მზის სხივს,
იქცა აუხდენელ ნატვრად.
ისევ შეიფერა მთები,
ზაფხულს - შემოდგომა დახვდა,
თეთრად მიმოფენილ გზებში
წლები გვემატება საგზლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი