გამოღვიძება
კვლავ მეამბოხე იღვიძებს ერში, აწ დაჩაგრული წლების წვეულად, დაუდგრომელი ყივილი მესმის, მომხდურ ურდოთა თავზარცემულად. ზართა წკრიალით ქუდს დგება კაცი, მუშტად შეკრული ქვად რომ ქცეულა, მეტეხის კლდენი გაურღვეველი ქართველთ მარჯვენით ხომ გაკვეთულა. დაუდგრომელი ისმა ყიჟინა, ერთ დროს მძინარე ნაბადს ეულად, ქართული სულის მატარებელი ნათელი გრძნობით ამოვსებულა. მეამბოხეთა ფხიზლდება ერი, მრავალ ურდოთა შებმას ჩვეულად, ისევ დიდგორის ძლევაი გველის და ეს დიდგორი საქართველოა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი