სიყვარულის მოციქული
მე არ ვამბობ რომ პოეტად მოვედი, არც დიდებას, არც შექებას მოველი, არც გვირგვინი არ დამადგათ ფოთლების, არც ტოლობა მე არ მინდა მგოსნების. გულის ნადებს რითმა დავუსადაგე, წიგნად ვკინძე ჩემი ფიქრთა სავანე, დანაწერი გამოვიდა სტროფებით ლექსად გაცნობთ ჩემს გულს თავის მორევით. სილამაზეს შევუხამე ფერები, თბილი სიტყვით შორით მოგეფერებით, მე წავალ და საკითხავად დარჩება, ჭირში, ლხინში გრძნობის ამოსათქმელად. მთას და მდელოს შეეცვლება ფერები, შორს ვიქნები, ლექსად შემოგევლებით, სად ქართული დაირწევა აკვანი, იკვეთება ძველ ქართული ანბანი. მე არა ვთვლი რომ პოეტად მოვედი, არც დიდება მე არ მინდა მგოსნების, წერის ნიჭი ჩემთვის უფლის მადლია, სხვა სიმდიდრე ქვეყნად არც მაბადია... მე არ ველი სხვა სიმდიდრეს ცხოვრების, სიყვარულის მოციქულად მოვედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი