შუამავალნი (მაჭანკალნი)


ციდან მაჭანკლები ცვივა თავნებები,
მიწა დაიფარა თეთრი ფანტელებით,
ჟამი ერთგულების... გული მონდობილი,
დროც კი გარინდულა დილის მოლოდინით.
ღამეს ეხიზნება ტრფობა გოგო-ბიჭის,
ბნელი გაფანტულა მთვარის მქრთალი სხივით,
ზეცა დაფარულა ვარსკვლავთ მოციმციმით,
როგორც კანდელები დაძარში ხატის წინ.
ციდან მაჭანკლები ცვივა ონავარი,
თოვლის ფიფქებია ცელქად მომავალი,
ფიქრი ოცნებებში არის გაყუსული
გრძნობა უძლეველი - გულში ჩაბუდული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი