უკვე გვიანია...


მე რომ მოვკვდები ალბათ იტირებთ,
იტყვით: წავიდა თავის სახლიდან,
როცა მკერდიდან გული მოგვკვეთეს
რატომ დავდუმდით? ნუთუ არ გვტკივა?
როცა სამშობლო მოგვგლიჯეს ცალად,
როცა ქართული იავარქმნილა,
რატომ გავჩუმდით, რატომ გაყუჩდით?
ნუთუ მომავლის დღე აღარ გვინდა?!
როცა ქართველმა შობა იუდა,
როცა ჯვარს აცვეს ძველთა გმირობა,
როცა ღვთისმშობელს გული სტკიოდა,
მაშინ სად ვიყავთ? რამ დაგვაძინა?
როცა მრუშობას უგებდნენ ფარჩას,
როცა სიბილწე სიყვარულს ჩრდილავს,
სისხლის წვეთებით მონაპოვარი
უფლის წყალობა მეტად არ ღირდა?!
სანთელს მოდაზე ვანთებთ ხატებთან,
იქაც ნატვრების ვითხოვთ ახდენას,
გადავიკითხეთ მრავალი წიგნი,
მაინც დავუშვით გზიდან აცდენა.
ქალის ქალობას როცა ვბილწავდით,
როცა მიწაში ვდებდით დიდებას,
კრწანისის ველის ყაყაჩოებში
გულს ვაწაფებდით აღვირხსნილობას.
როცა ტყვიების ცვიოდა წვიმა,
როცა მცირედნი ერთ მუშტად იდგა,
ოცდაათ ვერცხლზე დახამდა ერი
და საქართველო - ქართველმა ყიდა...
მე რომ მოვკვდები ნუ დამიტირებთ,
იქ ზეციური მომელის სახლი,
ნიკოფსიიდან - დარუბანდამდის
სადაც ქართული სიცოცხლე ჰყვავის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი