ბრძოლის წინ ლომთა ფიქრები


გაშლილ ველს ყვავილნარებით
თელავს მომხდურთა არმია
მცირედ დამდგარან ლომგულნი
ტურები მრავლად არიან,
ლომებს არ აფრთხობთ სიმრავლე
ტურა რა მოსატანია,
მათ კნავილს ფარავს ლომგულთა
ბრძოლის საწყისი ჰანგია.
გაჩაღდა ბრძოლა ფიცხელი,
ერთს მხრივ ქართველთა ჯარია,
მომხდურთა უტევს ლაშქარი
როგორც კლდეს - შუბის ტარია,
ოდინიც დაფიქრებულა,
სიკვდილსაც აღარ სცალია,
ქართველნი თითქოს ცეკვავენ
ბაგეთ ღიმილი ატყვიათ.
მზეს მოეფარა ღრუბელნი
ცას ფიქრი შემოპარვია,
ლომგულთ რად დასჭიდებიან,
უფლის მსახური ჯარია.
დრო თავის ნებით დიოდა,
ბრძოლამ საათი გალია,
ქართველთ ოჯახში ელიან,
ბრძოლას უმატეს შმაგიანს.
ერთ დროს ტურების კნავილი
ეხლა ტირილმა დარია,
ლომგულთ სიმღერა ესწრაფვით,
ღვთით კურთხეული ჯარია.
გასრულდა ბრძოლა საზარი
ქარიც დაწყნარდა შმაგია,
ერთ დროს მომხდურთა ლაშქრიდან
ეხლა ცალ-ცალნი გარბიან...
გაშლილ ველს ყვავილნარებით,
ერტყა მომხდურთა არმია,
ლომებთან ჰქონდათ ჭიდილი
და ეხლა ცალად გარბიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი