დანაკლისი სახლ-კარს


გავა წლები, დააკლდება სახლ-კარს,
მეგობრებიც იშლებიან გზა-გზა,
განაპირებს მომრავლდება ჯაგი,
ნაკვალევზე გაიხარებს ვარდი.
შეიცვლება ბილიკები ძველი,
ერთ ნაფეხურს შეერევა ბევრი,
მოაკლდება სიხალისე მრავალს
დააკლდება ხელოვანი ქალაქს.
დაუნდობლად დრო გაჰფანტავს ნაგავს,
წლების ნაგროვს ისტორიას ატანს,
ასო-ასო მოჰქარგავენ გულზე
სიყვარულის და სიმშვიდის წუთებს.
მის სახელზე გაიხსნება სკვერი,
ქუჩის აბრას მისი გვარი ერთვის,
საღამოსაც მიუძღვნიან მრავალს,
მაგრამ როდის?! - როცა ზეცად წავა.
სიცოცხლეში მიაყარეს ფეტვი,
მოუგონეს ტყუილები ბევრი,
არ შეუნდეს თვალში მცირე ბეწვი,
უგულყუროდ ამოგუნგლეს მტვერში...
გავა წლები, დააკლდება მრავალს,
სამეგობრო დრომ სულ მიმოფანტა,
ნაპირებზე მომრავლდება ჯაგი,
მის საფლავზე ია - ვარდთან ჰყვავის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი