სიყვარული პირველი


ალბათ ისტორიას დარჩება,
როგორც ჩამოშლილი აფრები,
დროს ხომ უკვდავების არჯერა,
მისთვის ცარელაა სიტყვები.
ტალღებს ბობოქარი ამჯერად
აპობს ქარავანი დიდებით
და რაც უკვდავია ამქვეყნად
დროც კი ეკრძალება მრისხველი.
მთებზე თეთრი თოვლი ფანტელად,
ბარში საკვამური მილები,
ბუხარს შეფიცხულზე გამხელა
გულით მომდინარე სიტყვების.
ქვიშის სველ ნაკვალევს აჰყვება
პირმშო ბობოქარი ზვირთების,
კლდოვან ნაპირებზე ამჯერად
დარჩა დახეთქილი ფიქრები.
გრძნობა თავის გზაზე გაჰყვება,
აწმყოს გაახარა იები,
დროს თუმც უკვდავების არ სჯერა,
მაინც ქედს მოიხრის მის ფერხთით...
ალბათ ისტორიას დარჩება
გულით ამოთქმული სიტყვები,
ცრემლით გადანამულ ბილიკზე
ხარობს სიყვარული პირველი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი