ანგელოზები მიდიან ცაში


სიკვდილის სტუმრად იქცა ქალაქი,
ირგვლივ გვამებმა დაიდო სახლი,
ემშვიდობობა მშობელ დედიკოს
ანგელოზები ბავშვების სახით.
დღეს ზარებს რეკენ წმინდა სამებას,
სიონს ნისლებად მოაწვა ჯავრი,
ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქში
ეხლა სიკვდილი ქუჩებში დაძრწის.
ცრემლების სახლად იქცა ქალაქი,
ანგელოზების გლოვობენ დასნი,
ემშვიდობება დედა სამშობლოს
პირთმოცინარე უმანკო ბავშვნი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი