ბედთან ჭიდილი


თითქოს შევწყვიტე ბედთან ჭიდილი,
დავემორჩილე ცხოვრების ტალღას,
აზვირთებულად სჩქებდა გზა დიდი
და უტოვებდა ნაპირებს დამღას.
ვცადე, დინებას შევუწყე რიტმი,
ძალაგამოცლილს მახეთქებს კიდეს,
თვალ უწვდენელი უცხო ნაპირი
ძალის მოკრებას თავიდან იწყებს.
ბევრჯერ ვეურჩე აღმა დინებას,
დამორჩილება არ მსურდა ბედის,
არ შევუშინდი ცოდვის მხილებას
და გადავლახე დრო ავ-ბედითი.
ეხლა კი თითქოს ძალაგამოცლილს,
აზვირთებული მეძგერა ტალღა,
მკერდშენგრეული ნავის ნაწილი
მაინც მიჰყვება დინებას აღმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი