ზღვის სევდა


დღეს ზღვა მდუმარედ სჩქეფდა ალიონს,
თავგამოდებით ებრძოდა ნაპირს,
კლდის გამოლეულ ციცაბო კალთებს
ეფინებოდა სითეთრე ქაფის.
ცოტა საშიში იყო სანახად,
სიმშვიდის ფონზე ბობოქარ ტალღით,
გულში ნადები დარდად მოაწვა
ვერ დაიტია ცრემლები ბავშვის.
გაჭირვებულის ჰქონდა გოდება,
დამაშვრალ ნაპირს უპოვა კვალი,
ნატერფულებზე ისევ ეტყობა
დანატოვარი სიცოცხლის კვალი...
დღეს ზღვა მდუმარედ სჩქეფდა ალიონს,
დარდებს აფრქვევდა ტალღების სახით,
ენარცხებოდა კლდოვან ნაპირებს,
სიპზე რჩებოდა სიცოცხლის კვალი.
დღეს ზღვა მდუმარე, ბობოქრად იქცა,
გულში დარდების ბუდობდა ჯარი,
ცოდვით გაჟღენთილ დედამიწიდან
გადასახლება სურდა - თუნდ წამით.
არავინ იცის რას ბობოქრობდა,
რად მოერია ფიცხი და შმაგი,
ერთ დროს სიცოცხლით სავსე ნაპირი
ეხლა თვითმკვლელთა გამხდარა სახლი,
ზღვამ განიცადა, ბევრი იცადა,
და ეხლა გლოვობს ასეთი სახით...
დღეს ზღვა მდუმარედ სჩქეფდა ალიონს,
შორით ესმოდა ტირილი ბავშვის,
ვერ მოითმინა ამდენი სევდა
ისიც ატირდა... ზღვა ცრემლად მდგარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი