Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_cssrnlo28se4uavtp2b65vtbfe, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ნუ სტირი დედა - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

ნუ სტირი დედა


ნუ დამიტირებ დედაო,
ღმერთთან დავიდე ბინა,
მიწად მეწვივნენ სტუმარნი
ანგელოზებნი ციდა.
შავს ნუ ჩაიცმევ დედაო,
მე დარდი მიმდევს თქვენი,
სადაც მივდივარ იქ მელის
დედა - თვით შემოქმედის.
შენ ავედრებდი ჩემს სახელს
შენი ლოცვებით მხედავს,
ეხლა კი ზეცად მომელის
იქ გამიმზადა ბინა.
მეც იქ მოგელი დედაო,
შენთვის მე შევკრებ ვარდებს,
ია-გუნდებით დაგიშრობ
თვალზე ცრემლების ბუდეს.
ნუ დამიტირებ დედაო,
უფალს აუგს ნუ ეტყვი,
მან ამარიდა განსაცდელს,
ცოდვის მორევს რომ ერთვის.
უკვე გავფრინდი დედაო,
ციდან მეწვია დასი,
ანგელოზების სამყოფელს
მეც მაქვს პატარა სახლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი