ქალის ხვედრი...


შენ ზეცამ გძერწა
სინაზე - სირინოზთ მონაბერია,
მთის სურნელების სადარი
ოცნება შენი ფერია.
შენ ზეცამ გშობა - სიცოცხლე
თვით უკვდავების წვეთია,
წყაროს წყალივით კამკამა
შენზე ოცნება გვწვევია.
შენს ღიმილს ვუმზერთ - ნარნარად
ალიონ - ბინდის ფერია,
მთრთოლვარე ბაგით გაჰფანტავ
ცას ნისლი რომ შესჩვევია.
შენ ზეცამ გძერწა
იმედი - შენს თვალში ანარეკლია,
დილის თოვლივით სპეტაკი
სიცოცხლე შენი ხვედრია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი