წავედი


(თუ ჩემი წასვლით ვერაფერს შევცვლი,
შორიდან ვფიქრობ, ოცნებით გეტრფი,
ეს არჩევანი შენ გადაწყვიტე,
მე კი დავმარცხდი... უნდა წავიდე...)

წავედი, როგორც ჩუმი აჩრდილი,
რადგან წასვლასაც აქვს სულ სხვა ხიბლი,
წავედი, რადგან დავკარგე რწმენა,
ღმერთის მწამს, მაგრამ ხალხის არ მჯერა,
წავედი, რადგან ჩემთვის აცივდა,
ჩემთვის ნისლშია უკვე მთა-წმინდა,
წავედი, რადგან არ ღირდა მოცდა,
რადგან გრძნობები სხვადასხვა გვქონდა.
წავედი, რადგან დაბნელდა მთვარე,
მზემ ვერ გაათბო უკუნი ღამე,
წავედი, რადგან ვერ გავიმარჯვე,
ვერც დამარცხება ვერ ვაღიარე.
წავედი, რადგან დაგითმე რბოლა
მარტო ამოვხსნი რთულ პარაბოლას,
არც თეორია არ მინდა ბედის,
სულ სხვა მარგუნა ცხოვრებამ ხვედრი.
წავედი, სანამ არ არის გვიან,
სანამ მომავალს სიცოცხლე ჰქვია,
სანამ დავიწყებ გაქცევას ღმერთით
მანამდე წავალ მე ჩემი ნებით.
წავედი და შენ გიტოვებ სითბოს,
გიტოვებ ლექსის მე ყოველ სტრიქონს,
სამყაროს ცისკრის კელაპტარს ვეტრფი
გადაფრენაზე ვით თეთრი გედი.
წავედი... როგორც მოვედი იმ დროს,
როცა გრძნობებით ვწერდი სხვა სტრიქონს,
ფერებით ნაზარდ, ოცნების ყვავილს
სხვა მხარეს ერგო სიცოცხლე ნაზი...
წავედი... არ ღირს დარჩენა ორთან,
ზედმეტად ყოფნა გამოვა მტრობა,
მე ვერ გავუძლებ შენთან სხვის ძახილს
და შენგან წასვლით ამ ტკივილს წავშლი.
წავედი... არ თქვა ადრეა თითქოს,
სხვას ვერ დავუწერ მე ლამაზ სტრიქონს,
სხვისი ღიმილი არაფერს მითხრობს,
დაუსრულებელ მაგონებს სტრიქონს.
წავედი, რადგან არ ღირდა ბრძოლა,
პატივი ვეცი შენს სათუთ გრძნობას,
წავედი, როგორც ღამის აჩრდილი,
სიყვარულისგან გულში დაჭრილი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი