ანგელოზო
ნეტავ რას ფიქრობ, რას განიცდი? რად გახდი ჩუმი? ცოდვის მორევი საცდურებში ჯარად გვარტყია, დაფიქრებულხარ? თუ ზეცისკენ აიღე გეზი? ამდენმა დარდმა ანგელოზო ლოდად გაქცია. უწინ უფალთან შუამავლად მრავლად ვიდოდი, ეხლა კი ერმა თვით შემოქმედს ზურგი აქცია, სინანულის და მობრუნების ლოდინში მყოფი ამდენმა დარდმა ანგელოზო სულ გაგაფითრა. შენი ფიქრები დიადია, მზრუნველი ხალხზე, ჩვილი საკინძით სიკვდილისგან წარგიტაცნია, ლოცვას მოელი ანგელოზო, გამოფხიზლების, მაგრამ ეს ლოცვა ცრუ მუსიკის ჰანგმა ჩასძირა. ნეტავ რას ფიქრობ ანგელოზო? რად გახდი ჩუმი? ცოდვის მორევი დედამიწას ჯარად არტყია, ერთ დროს უფალთან შუამავლად მოსიარულე ამდენმა დარდმა ქვა-ლოდებად გადაგაქცია... .................................................................................... თვალებზე ცრემლი შეგშრობია უფლის მსახურო, ერთ დროს მზიანი დედამიწა ცოდვამ დაჩრდილა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი