0 7

დროა...


დროა ჩამოვჯდეთ ქართველობის ბედის სარჩევად,
დროა ვიომოთ საქართველოს გადასარჩენად.
ამდენი ფიქრით გადაღლილი ერი ქართლოსი
სხვადასხვა გენში აღრეულა უკვე აწმყოში.
დროა ლოცვებით განვაახლოთ ძველი მანტია,
უფლის კურთხევით მისი კვართი ჩვენ გვაბარია.
დროა შემოვკრათ საგანგაშოდ ცისკარს ზარები
ავაფრიალოთ ბრძოლის წინა ბაირაღები.
დროა მომავალს გავუნათოთ გზები ახალი
და ავისრულოთ ოცნებები გულში ჩამჯდარი.
დროა ჩამოვჯდეთ ქართველობის ბედის სარჩევად,
დროა ვიომოთ მომავალის გადასარჩენად.
კომენტარები (0)