დედა ერთადერთია
ბავშვის თვალები იმედებით დედას უმზერენ, მისთვის მომავლის დასაყრდენი, როგორც ღმერთია, პირველი სიტყვაც დედა არის - როგორც სიცოცხლე, თვით შემოქმედის შობელიც ხომ - დედა ღმერთია... ბავშვის ხელები დედის თითებს ეპოტინება, თვალაუხელელს შეგრძნება აქვს დედის შეხების, უფლის ნებით და დედის ლოცვით მოვლინებული სახეს სიმშვიდის ღიმილი აქვს მოფინებული. ბავშვის თვალები იმედებით დედას უმზერენ, მისთვის სიცოცხლის საწყისი და ნათლის სვეტია, დედის იმედად, ღმერთის ნებით მოვლინებული, როგორც უფალი - ისე დედაც ერთადერთია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი