დედა ერთია, შვილნი სხვადასხვა...


ისევ დაწერენ დედაზე ლექსებს
და სადღეგძელოს სვავენ თამამად,
სუფრას უძღვება ენაწყლიანად
ტრადიციული, მსმელი თამადა.
დანაოჭებულ, დაკოჟრილ ხელებს,
სახეს გადაღლილს, წლები დაჰღარავს,
გაახსენდებათ დედა მშობელი
მიტოვებული ღმერთის ამარად.
სადღაც ქოხია, კიაფობს შუქი,
თავზე წლებისგან გაჩნდა ჭაღარა,
დედა გვერდით ჰყავთ, ეხუტებიან
და უმადლიან თავის მომავალს.
ზოგგან სამრეკლოს რეკენ ზარები,
ლოცვას აღავლენს მამაო ტაძრად,
თავჩაქინდრულად დგენან მლოცველნი
და იხსენებენ დედას ცად მავალს.
დროის ჟამთასვლის ჭიდილში მყოფნი
მანძილით შერჩით სხვადასხვა კართან,
გულში ახლოს გყავთ დედა მშობელი
და შეავედრებთ ღვთისმშობელს მარად.
მრავლად იტყვიან დედაზე ლექსებს,
სუფრას გაშლიან თვალთა სანახად,
მხოლოდ ერთი დღით ნუ გაიხსენებთ,
გახსოვდეთ მუდამ, გიყვარდეთ მარად..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი