ახალ ალიონს


მიიჩქარიან სადღაც დღეები,
თითქოს სხვა მხარეს კარი გაიღო,
თანმგზავრი ხალხიც სადღაც გამქრალა,
ჩემი სათქმელი ვერვინ გაიგო.
იკარგებიან ყრმობის ბიჭები,
გზა უნებურად შუად გაიყო,
მე მარტოდ მავალს თვალს ვერ მაწვდენენ,
წარსული გაქრა, თითქოს არც იყო.
გადაიმალნენ სადღაც დღეები,
განვლილი წლები დრომ თან წაიღო,
გზაჯვარედინზედ სულ უცხოდ მდგარი,
მივეგებები ახალ ალიონს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი