აღიარება...
ხანდახან ვფიქრობ: გიჟი ვარ, რამდენ განსაცდელს გავუძელ, ხან ბოლო ხმაზე ვყვირივარ, რას ვამბობ, რომ არ გამორჩეთ, ხან სიმაღლეზე მივდივარ, ყველა კუთხიდან გამოვჩნდე, ხან უმადური შვილი ვარ ამაგზე რომ არ ვაბრუნებ... ხან უცოდველი მწირი ვარ ლოცვების მადლით ვსაზრდოებ. ხან ჟინი მიპყრობს, მივქრივარ, გამვლელიც თვალს ვერ მაყოლებს, ხან ოსტატურად მივდივარ, ხალხთ მორთულობით რომ დავტკბე... ზოგჯერ ბედს ვიხმობ ჭიდილში, ჩემს ნებას მას არ ვარგუნებ, დაუდგრომელი სისხლი მაქვს ყივილით გულს რო აბრუებს. უფლის ცოდვილი შვილი ვარ, ვიღებ - რასაც კი მარგუნებს, არც ზედმეტს ვითხოვ სახანად, არც ნამცეცებით მაპურებს. სიგიჟე, სისხლის ყივილი, ამოუხსნელი გენია, გული მაქვს ღმერთის მსახურად აუგი არ დამცდენია. ხანდახან ვფიქრობ: გიჟი ვარ, რამდენ განსაცდელს გავუძელ, უფლის მსახური შვილი ვარ ვიცი არასდროს დამტოვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი