გადაღლილი თბილისი


ფიქრით დაღლილი დამხვდა თბილისი,
მზის სხივმა ცელქად გამოაღვიძა,
დიადი მეფის უკვდავი მზერით
მეტეხის ციხე უსმენს მთა-წმინდას.
დაობლებული ჩანდა ქუჩები,
ყარაჩოღლების არ ისმა მღერა,
არც კინტოების ცეკვა-თამაში
არ აღვიძებდა უძველეს კერას.
ფარ-ხმალ ასხმული არ ჩანდა ერი,
თითქოს აბჯარი დროში გამქრალა,
უძლეველ მეფის გაკვალულ გზაზე
ათასი რჯული ფაშად დამჯდარა.
გამოღვიძებას ლამობს მავანი,
ბურანმა მაინც წლები გასტანა,
ვინც წინაპართა მახვილმა მუსრა
ეხლა ბატონად თბილისს დამჯდარა.
სევდით დაღლილი ბორგავს თბილისი,
ათასმა რჯულმა მიწა დაგვცანცლა,
წინაპართ სისხლით მორწყულ მიწაზე
ეხლა სხვა რჯული ფაშად დამჯდარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი