Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_t6ddm4n7qji6sfm8tq645ilrea, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
გაყიდული თაობა - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

გაყიდული თაობა


უკვე ფულზე იყიდება თაობა,
ერთგულება იქცა არარაობად,
დღეს აქ ქუჩებს სიკვდილის აქვს ელფერი,
აქ შვილები კვდება მშობლის ხელებში.
აქ სიყვარულს იპოვებდნ ფულებით,
მანქანებით, მწვანე კუპიურებით.
აქ ღარიბებს არ კადრულობს მრავალი,
ოქროები არის გრძნობის წამალი.
ღიმილს მიღმა დარდს ფარავენ გულებში,
დაკარგულა ერთმანეთის ნუგეში.
ზოგი საჭმელს მოიპოვებს ურნაში,
ზოგს კი ოქრო კოშკები აქვს მუღამში.
უკვე ფულზე იყიდება თაობა,
ერთგულება? - იქცა ქილიკაობად.
მართალ ღარიბს ჩაწიხლავენ, ლანძღავენ,
მტყუან მდიდარს? - ცოცხალ კერპად დასვავენ.
შეცვლილია მომავალი თაობა,
ღირებული - გახდა არარაობა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი