საქართველოვ...


ცოტაც გაუძელო ჩემო საქართველო,
მალე სააღდგომოს დარეკენ ზარები,
ციდან სხივის სახით ღმერთი შეგეწევა,
ისევ გაიხარებს დღეს ცრემლის თვალები.
შენს წინ ქედს იხრიან მსოფლიოს მთავარნი,
მიწად სამყოფელში შენც გერგო ალაგი,
აწ ერთ დროს ძლიერნი, თამამნი, ამაყნი,
ეხლა შიშისფერი თვალებით დამდგარნი...
მალე გაბრწყინდები დიდო საქართველო,
ვგრძნობ რომ დიადია ქართული ალამი,
უფლის კურთხეული ერი ზვიადია,
მას ვერ მოერევა ბოროტი მტარვალნი.
ბევრი განსაცდელი ლოცვით გიძლევია,
ბრძოლით გიკვალია დრო სწრაფად მავალი,
ცოტაც გაუძელი ჩემო საქართველო,
მალე იფრიალებს ცად შენი ალამი.
დროის ქარტეხილი გმირებს გამოაჩენს,
ქართველს სიტყვა-ტკბილი ერგება სალამი,
კვლავაც იზეიმებ ომში გამარჯვებას,
ისევ დაირწევა გმირების აკვანი.
ცოტაც გაუძელი ჩემო საქართველო,
უფლით კურთხეული გერგუნა ალაგი,
მალე გაბრწყინდები ქცევით სანაქებოვ,
ისევ იფლიალებს ცად შენი ალამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი