საქართველოს დიდება


ნუ გვებრძვი მტერო, უფლის შვილნი ვართ,
დედა ღვთისმშობლის გვიცავს მანტია,
საუკუნეებს მოყოლებული
ქართველ ხალხს მტერი ირგვლივ არტყია.
ღალატიც მუდამ გვდევდა შტრიხებად,
თავდადებულნიც ერს არ გვაკლია,
ნუ გვებრძვი მტერო, ზეცით გვიფარავს
- ანგელოზების დასი გვარტყია.
სადარაჯოზე დგენან ქართველნი,
ლოცვა-ვედრებამ ღმერთთან აღწია,
დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას
ზეცით გვირგვინი თავს დაჰნათია...
საუკუნეებს ითვლის ომები,
ქართველთ ყიჟინამ ცად ააღწია,
წინაპართ სისხლის მორწყულ მიწაზე
ისევ ქართული ცეცხლი ანთია.
ნუ გვებრძვი მტერო, მტერო ხილულო,
ცით ანგელოზთა გვიცავს არმია,
უხილავ მტერთა შესარკინებლად
დედა ღვთისმშობლის მადლი გვაცხია.
გამაგრდი ერო, ღმერთის შვილნი ვართ,
სვეტიცხოველში უფლის კვართია,
სალოცავებით გარს შემორტყმული
ლოცვა-ვედრებით გზა გვიკაფია.
დღეს საქართველოს ომი აქვს ფიცხი,
ქართველთ გულებში ცეცხლი ანთია,
საუკუნეებს ისევ გადათვლის
ერს ზეციური მადლი აცხია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი