საქართველო გაბრწყინდება...


მე ყოველ დილით ვხვდები ალიონს,
გარინდებული მამშვიდებს ზეცა,
დაფიქრებულან ანგელოზები
წინაპართ სულნი ლოცულობს ღმერთთან.
განსაცდელები გვარტყია ჯარად,
საკეტურების ცდილობენ ლეწვას,
ღვთის სასოებას ვიფარებთ ფარად
წმინდა გიორგი მიგვიძღვის მხედრად.
ზეაღმართულან ერთ დროს ძლიერნი,
მახვილთ მკვეთელნი ბოროტის მეხთა,
ერი მცირედი, ომში ნაზარდი,
შეუპოვარი უხილავ მტერთან.
მე ყოველ დილა ვხვდები ალიონს,
ზართა წკრიალი აფხიზლებს სმენას,
ანგელოზები გვიცავენ ფარად
ღვთისმშობლის მადლი მიგვიძღვის ღმერთთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი