დრო... ისტორია...
დრო ისტორიას გადასცემს ამბავს, ხალხთა გმირობით, სირცხვილით ნაზავს, წაუშლელ მელნით ასოებს ქარგავს, ყვითელ ფურცლებზე უმატებს ახალს. დრო წინაპართა არწევდა აკვანს, მათი სახელი ოქროთი ქარგა, აწმყოს ცხოვრება ვერცხლსაც კი არ ჰგავს, უფრო ღალატის ასახავს ამბავს. დრო ჩვენს მომავალს მოუთხრობს მრავლად დანატოვარის უაზროდ ფლანგვას, მხოლოდ მცირედნი მიიღებს დაფნას, და ეს გვირგვინი გაჰყვება ლამპრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი