უბრალონი (პოეტნი)
პოეტებს არვინ აფასებს, შემოუძარცვეს მანტია, ოქრო და ვერცხლზე ძიობენ ლექსები ვის რად არგიათ. ოქროს და ვერცხლის ხვეული მოკაზმულობად კარგია, ლექსში ტრფობაა ქებული სადიდებელი ჰანგია, გრძნობაა დაუძლეველი გულს რომ მალამოდ აცხია. ზამთარი კარზე მომდგარა თავზე სითეთრის ჯარია, ოქრო და ვერცხლი გამცვდარა უკვე არაფრად ვარგია. ბუხარში ცეცხლის ალები, სიბერე - ტკბილი ჰანგია, გული - გრძნობების საუნჯე და დაუთვლელი განძია. პოეტებს არვინ აფასებს, შემოეძარცვათ მანტია, ლექსები გრძნობას ამრავლებს, ოქრო? - სიცოცხლის ხარჯია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი